განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » დღევანდელი სხდომა მუნიციპალიტეტის საკრებულოში
RDRC.GE
დღევანდელი სხდომა მუნიციპალიტეტის საკრებულოში
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   დღევანდელ სხდომას მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ტრადიციულად, საკრებულოს თავმჯდომარე, ნუგზარ ჯამბურია უძღვებოდა.

   დღის წესრიგით წარმოდგენილი იყო რამდენიმე საკითხი, რომელიც კენჭისყრის შედეგად დამტკიცდა.

   საკრებულოს, საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა არზუმანიანმა ,,კომუნალური გაერთიანების" და გომის თემის სამუსიკო სკოლის" განკარგულებებში შესატანი შიდა მუხლობრივი გადაადგილება გააცნო. ამ ეტაპზე გომის სამუსიკო სკოლის ნაწილობრივი სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

   შალვა არზუმანიანმა 2021 წლის იანვრის თვის ბიუჯეტის შესრულების ანალიზი წარმოადგინა. იქვე დეპუტატთა შეკითხვებს უპასუხა მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა, დავით ბაღდავაძემ.

   დღევანდელ სხდომაზევე განიხილეს და დაამტკიცეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის 2021 წლის პროგრამა. აღნიშნული პროგრამით მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში არაერთი ინფრასტრუქტურული პრობლემა მოგვარდა. წელსაც ძალაშია მოსახლეობის 5%_იანი და სახელმწიფოს 95%_ იანი თანამომაწილეობა.

   საკითხი საკრებულოზე იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, მანანა სირბილაძემ წარმოადგინა.

   სხდომის მიმდინარეობისას, საკრებულოს თავმჯდომარემ, ნუგზარ ჯამბურიამ ქალბატონებს, დედებს გაზაფხულის დღესასწაულები და დედის დღე მიულოცა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 388