განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » შრომით უფლებებზე მეტად ინფორმირებული ქალი = მეტ დაცულ ქალს
RDRC.GE
შრომით უფლებებზე მეტად ინფორმირებული ქალი = მეტ დაცულ ქალს
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   დღეს, სამტრედიაში ასოციაციამ ,,ქალები რეგიონების განვითარებისთვის" ქალთა ფონდის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ,,შრომით უფლებებზე მეტად ინფორმირებული ქალი = მეტ დაცულ ქალს" ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

   ტრენინგის მიზანი იყო ქალთა ინფორმირებულობა შრომით უფლებებზე, დაცვის მექანიზმებზე და შრომითი ურთიერთობების მოწესრიგებაზე. შესაბამისად, მოხდა ისეთი საკითხების განხილვა, როგორიცაა: ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები; შრომის უფლების დაცვის ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობა და მექანიზმები; შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვა; შრომითი ხელშეკრულება; არასრული სამუშაო განაკვეთი; სტაჟირება; შრომითი ინსპექცია და სხვ.

   როგორც ჩვენთან საუბარში ასოციაცია ,,ქალები რეგიონების განვითარების" პრეზიდენტმა და პროექტის მენეჯერმა მაკა ხეცურიანმა აღნიშნა, ,, პროექტი იმერეთის რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტში ქალთა შრომითი უფლებებისა და გენდერული თანასწორობის შესახებ დასაქმებულთა და დამსაქმებელთა ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. ამ მხრივ ჩვენ გვერდით გვიდგანან ადგილობრივი თვითმმართველობები და ვფიქრობთ, დასაქმებული და დამსაქმებელი საჭირო ინფორმაციას მიიღებს ჩვენგან. ტრენინგი მიმდინარეობს აქტიური ინტერაქტიული რეჟიმით, რაც ნამდვილად სასარგებლოა".

   შეხვედრას უძღვებოდა ტრენერი ქალთა შრომით უფლებებზე, მარიკა ვაჭარაძე.

   დასასრულს, ტრენინგის მონაწილეებმა პოსტ-ტესტები შეავსეს, რაშიც ერთგვარად დაეხმარათ შეხვედრაზე მიღებული ინფორმაცია.

  • კომენტარი: 1
  • ნახვა: 691