განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ქალთა საერთაშორისო დღე
RDRC.GE
ქალთა საერთაშორისო დღე
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   ქალთა საერთაშორისო დღე, 8 მარტი, მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს ინიციატივით, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქალბატონებისთვის, პანდემიის პირობებში, განსხვავებული და სიურპრიზებით სავსე აღმოჩნდა.

   დღევანდელ შეკრებაზე მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ, მოადგილე დავით ბახტაძემ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელმა, ალექსანდრე თევზაძემ, მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა, ნატალია მანჯგალაძემ და ხელისუფლების სხვა ფენის წარმომადგენლებმა, ქალბატონებს დღევანდელი დღე მიულოცეს და მათ წარმატებები უსურვვეს პირად და საზოგადოებრივ საქმიანობაში.

   ,,ყველა ქალბატონს ვულოცავ ამ დღეს, განსაკუთრებით მივესალმები ემიგრანტ ქალბატონებს. დღეს მოვიწვიეთ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქალბატონები. აქ არიან წარმომადგენლები განათლების, ჯანდაცვის, პოლიციის, კონუნალური გაერთიანების და სხვა სფეროებიდან. მინდა თითოეულ მათგანს მივულოცო და წარმატებები ვუსურვო," აღნიშნა ვალერი ფოცხვერიამ.

   შეხვედრის დასასრულს მოწვეულ სტუმრებს ყვავილები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 351