განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » საფეხბურთო ფინალი სოფელ ეწერში
RDRC.GE
საფეხბურთო ფინალი სოფელ ეწერში
კატეგორია:  სიახლე

სოფელ ეწერში სპორტული სეზონი, ფეხბურთის ფინალური მატჩით დასრულდა. ტურნირში სულ 8 საფეხბურთო გუნდი მონაწილეობდა. აღსანიშნავია რომ შეჯიბრში ერთმანეთს სოფელ ეწრიდან და სოფლის მომიჯნავე ტერიტორიებიდან მოქმედი გუნდები ხვდებოდნენ. ფინალურ მატჩზე რომელიც გუშინ შედგა, ერთმანეთს ხორავასა და ეწერის უბნის გუნდები დაუპირისპირდნენ. თამაში საკმაოდ საინტრესო და დაძაბული იყო. საბოლოოდ კი გამარჯვება „ ხორავას „ უბნის გუნდმა მოიპოვა. სოფელ ეწერში ფეხბურთის ფინალურ მატჩს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მათ შორის, მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალერიანე ფოცხვერია, სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ეწერში რევაზ ივანიაძე ესწრებოდნენ. მათ გამარჯვებულ გუნდს თასი და სიგელები გადასცეს. აღსანიშნავია, რომ შიდასასოფლო ტურნირში, რომელიც მოზრდილთა ასაკობრივ კატეგორიას შორის იმართება წელს ცვლილება შევიდა. საინიციატივო ჯგუფის მიერ დაიგეგმა შეხვდერა მოზარდთა შორის. მატჩს ჰქონდა სიმბოლური სახე, საბოლოო დაპირისპირება „კეჭინარისა“ და „ჯიქთუბნის „ გუნდებს შორის შედგა, გამარჯვება კი ჯიქთუბანის გუნდმა ანგარიშით 3-1 მოიპოვა. ფინალში გასულ გუნდებს საჩუქრად ასევე თასი და სიგელები გადაეცათ. შიდასასოფლო ტრადიციული სპორტული ტურნირები ეწრის თემში დიდი მოწონებით სარგებლობს და მასში აქტიურადაა ჩართული ადგილობრივი მოსახლეობა. მათი თქმით, მსგავსი სპორტული ღონისძიებები ხელს უწყობს მოზარდების ფიზიკურ გააქტიურებას, კომპიუტერთან ნაკლები დროის გატარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას. სპორტული ტურნირები სოფელ ეწერში 6 სექტემბერს დასრულდა, თუმცა ეწერის თემში გამგებლის წარმომადგენლის რევაზ ივანიაძის თქმით, იგეგმება კალათბურთის მოედნის მოწყობის დასრულება და საჩვენებელი შეხვედრის გამართვა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 1269