განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » რესურსცენტრის უფროსის თანამდებობა დაკავებულია
RDRC.GE
რესურსცენტრის უფროსის თანამდებობა დაკავებულია
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   სამტრედიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ვაკანტური თანამდებობა დაკავებულია. საჯარო სამსახურში რამდენიმეწლიანი გამოცდილების მქონე თინათინ ხარძიანი უკვე შეუდგა დაკისრებული მოვალეობის შესრულებას.

   თინათინ ხარძიანი სხვადასხვა დროს მუშაობდა სამტრედიის რაიონის გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსად, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოს სამტრედიის არქივის დირექტორად, სამტრედიის რამდენიმე მოწვევის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს ხელმძღვანელად, სამხედრო აღრიცხვიანობის სამსახურსა და საოლქო-საარჩევნო კომისიაში სხვადასხვა პოზიციებზე და თანამდებობაზე.

   რესურსცენტრის უფროსის თანამდებობაზე კი თინათინ ხარძიანს რამდენიმე წლის წინ, მე-12 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილედ მუშაობის გამოცდილება გამოადგება. ეს არის სფერო, რომელიც მის ამჟამინდელ პროფესიულ საქმიანობაზე აისახება.

   ,,ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა ვიყო სამტრედიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი. ეს არის სფერო, რომლის სწორად განვითარება ნიშნავს განათლებულ, რეალიზებულ მომავალ თაობას. ამ დიდი გამოწვევის წინაშე, ჩემს გუნდთან ერთად, მინდა მაქსიმალურად გამოვიყენო ჩემი რესურსი. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი სამტრედიის სკოლების 1228 თანამშრომელს, რომლებთან ერთად მუშაობითაც ვაპირებ სამტრედიის საგანმანათლებლო რესურსცენტრი, მთელი ქვეყნის მასშტაბით იყოს სამაგალითო და მისათითებელი", აღნიშნა ჩვენთან საუბრისას თინათინ ხარძიანმა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 384