განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ანგარიში საკრებულოს აპარატის თანამშრომელთა საქმიანობის შესახებ
RDRC.GE
ანგარიში საკრებულოს აპარატის თანამშრომელთა საქმიანობის შესახებ
კატეგორია:  სიახლე

სურათი

  დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ნუგზარ ჯამბურიამ 2021 წლის საკრებულოს აპარატის თანამშრომელთა საქმიანობის შესახებ ანგარიში ჩაიბარა.           

   ტრადიციულად 3 თვეში ერთხელ საკრებულოს აპარატის თითოეული თანამშრომელი დეტალურად აკეთებს რეპორტს გაწეული სამუშაოების შესახებ.

   შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს წევრები ლიზა კრავეიშვილი და ტარიელ დვალიშვილი

   ირმა გოგიამ საკრებულოს კორესპოდენციასთან დაკავშირებული, ხოლო სერგო კოპალიანმა ინფრასტრუქტურულ და სივრცითი მოწყობის კომისიაში მისი მუშაობის შესახებ ისაუბრა.

   თამილა კეკელიძემ ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა კოლეგებს თვისი საქმიანობის შესახებ, რომელიც ძირითადად გენდერული კუთხით მუშაობას უკავშირდება. მან აქვე აღნიშნა, რომ 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა.

   მედეა ონიანმა ძირითადად საკრებულოში საჭირო მატერიალური რესურსის ხარჯებსა და საჭიროებზე ისაუბრა. ლია ყურულაშვილმა და ნათია დოლიძემ დეტალური ანგარიში წარადგინეს მათი ჩართულობის შესახებ, ფრაქციებისა და ბიუროს მუშაობის პროცეში.

   აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ნონა იანიკოვმა შეაჯამა თანამშრომელთა მუშაობა და მადლობა გადაუხადა მათ დაუღალავი შრომისთვის.

   საკრებულოს თავმჯდომარემ და მოადგილემ აღნისნეს აპარატის თანამშრომელთა პასუხისმგებლობა განსაკუთრებით პანდემიის გამო მკაცრი შეზღუდვების პერიოდში.

   შეხვედრის ბოლოს ნუგზარ ჯამბურიამ აპარატის თანამშრომლებს პირველი კატეგორიის მინიჭება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 441