განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ესტონეთის დელეგეციის მასპინძლობა
RDRC.GE
ესტონეთის დელეგეციის მასპინძლობა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   დღეს მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ და ეკონომიკის, სტატისტიკის, ქონების მართვის და სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსმა ნოე ივანიაძემ ესტონეთის დელეგეციას უმასპინძლეს.

   სამტრედიის მუნიციპალიტეტში სამუშაო ვიზიტით ესტონეთის სხვა და სხვა ქალაქის თვითმმართველობის ხელმძღვანელები და ექსპერტები იმყოფებოდნენ.

   შეხვედრის მიზანს ორი ქვეყნის გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.

   პროექტის ხელმძღვანელი ესტონეთის მთავრობის წარმომადგენელი თინე ლისენი გახლავთ. ქალბატონი თინეს განცხადებით პროექტის ერთ–ერთი მონაწილედ სამტრედიის მუნიციპალიტეტი, სწორედ ვალერი ფოცხვერიას დიდი ინტერესისა და აქტიურობის გამო შეირჩა.

   ,,პირველ ეტაპზე მოხდება ორი ქვეყნის გამოცდილების გაზიარება და პრიორიტეტების დასახვა . შემდეგ იგეგმება პროექტში მონაწილე მუნიციპალიტეტებისთვის ინფრასტრუქტურული და სოფლის მეურნეობის კუთხით აქტივობების დაფინანსება’’– აღნიშნა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ.

   რამდენიმე დღეში წყალტუბო პლაზა– ში გაიმართება ესტონეთის დელეგაციისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლების ოფიციალური შეხვედრა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 339