განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » მასპინძლობა წყალტუბო პლაზაში
RDRC.GE
მასპინძლობა წყალტუბო პლაზაში
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   ესტონეთის ოფიციალურმა დელეგაციამ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერს ვალერი ფოცხვერიას და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს წყალტუბო პლაზაში უმასპინძლა.

   შეხვედრას ესწრებოდნენ ,,საქართველოში ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის " ხელმძღვანელი ნატო შავლაყაძე და ელისო ამირეჯიბი.

   ,,პროექტის განკარგვა ადგილობრივ დონეზე: გამჭვირვალე მმართველობა“– ხორციელდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონეთის ცენტრისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით.

   პროექტის მიზანს წარმოადგენს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლობის ფარგლებში მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიების შემუშავება.

   აღსანიშნავია, რომ პროექტის, იმერეთის რეგიონში მხოლოდ სამტრედიის მუნიციპალიტეტი განხორციელდება.

   სემინარზე ვალერი ფოცხვერიასა და ესტონური დელეგაციის ტინა იანის მიერ ხელი მოეწერა თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას.

   სტუმრებმა პანელური დისკუსიის ფარგლებში ისაუბრეს ესტონეთის ეკონომიკური და სოციალური წინსვლის საკითხებზე.

   შეხვედრის ბოლოს ესტონეთის დელეგაციამ კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის მერს ვალერი ფოცხვერიას ნაყოფიერი და საინტერესო თანამშრომლობისთვის.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 395