განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » დღის ცენტრ ,, ლამპარში" სენსორული თერაპიის ოთახი გაიხსნა
RDRC.GE
დღის ცენტრ ,, ლამპარში" სენსორული თერაპიის ოთახი გაიხსნა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   დღის ცენტრ ,, ლამპარში" ,,ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით, დღეს, სენსორული თერაპიის ოთახი გაიხსნა.

   ცენტრის ბაზაზე სენსორული ინტეგრაციის დანერგვა ბენეფიციარების განმუხტვას, სტრესის და დაძაბულობის შემსუბუქებას, ემოციური და მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ოთახი აღჭურვილია ისეთი ინვენტარით, რაც მოზარდების ინტეგრირებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია.

   ოთახის საზეიმოდ გახსნას დღის ცენტრში ,,ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველოს" დამფუძნებელი ნანა დვალი მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდა. ის მეგზურობას უწევდა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტს და საქველმოქმედო კომიტეტის თავმჯდომარეს, მარგრეტ შმიდტს და საქველმოქმედო კომიტეტის წევრს, კრისტინა ხარლამოვას.

   სტუმრებს შეხვდნენ მუნიციპალიტეტის მერი, ვალერი ფოცხვერია და მოადგილე დავით ბახტაძე, რომლებმაც ზოგადად დღის ცენტრის მნიშვნელობასა და შშმ ბავშვების საზოგადოებრივ აქტივობებში ჩართვას გაუსვეს ხაზი.

   სენსორული თერაპიის ოთახის აუცილებლობასა და საჭიროებებზე ისაუბრა განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნათია ნამიჭეიშვილმა.

   დღევანდელ შეხვედრას შვედეთიდან ლაივჩართვით შეუერთდა მატტე ჰარტცელი, საქველმოქმედო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ბავშვთა საჭიროებებზე ზრუნავს-,,ეს არის ღირებული ინვესტიცია, რომელსაც ქალთა ასოციაცია კარგ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს," აღნიშნა ჰარტცელმა.

   შეხვედრაზე სტუმრები, მოკლე პრეზენტაციის მეშვეობით, დღის ცენტრის საქმიანობას და აქტივობებს გაეცნენ.

   დღის ცენტრის ბენეფიციარებმა, დღეს სტუმრებთან ერთად მწვანე ნარგავების აქციაც მოაწყვეს. ბაგა- ბაღის ეზოში მათ მარადმწვანე ხეები დარგეს.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 388