განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომა
RDRC.GE
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის ირგვლივ იმსჯელეს და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღეს.

   რამდენიმე ააიპ-ის განკარგულებაში შეტანილი შიდა მუხლობრივი გადაადგილების გარდა დღის წესრიგში იყო საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამტრედიის ცენტრის პროგრამაში შესატანი ცვლილებებიც. ცენტრის ხელმძღვანელი, მარინა თევზაძე სხდდომას ესწრებოდა. სწორედ მისგან მოისმინეს დეპუტატებმა მუნიციპალიტეტში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია.

   მარინა თევზაძის განცხადებით, მაისის პირველ დეკადაში, სამტრედიაში კოვიდის ვაქცინაციის ცენტრის გახსნა იგეგმება. კონკრეტული ლოკაციის დასახელებისგან მან თავი შეიკავა, თუმცა საკითხი გადაწყვეტილია. რაც შეეხება მოსახლეობის ტესტირების საკითხს, ყველაფერი პროტოკოლის დაცვით ხორციელდება.

   სხდომაზე საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, ვაჟა სტურუამ, სხვა საკითხებთან ერთად, მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში შეტანილი ცვლილებაც წარმოადგინა.

   საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი ფონდიდან, სამტრედიის მუნიციპალიტეტს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით წელს 660 ათ. ლარი ერგო. გასული წლისგან განსხვავებით წელს მნიშვნელოვანი სიახლე ისაა, რომ აღნიშნულ თანხას, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 220 ათ. ლარი დაემატება, რაც მეტ შესრულებულ პროექტს ნიშნავს. საკითხი საკრებულოზე ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, მერაბ უღრელიძემ წარმოადგინა.

   დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე არასასოფლო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საპრივატიზაციო ობიექტად განსაზღვრასაც განიხილეს.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 434