განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » დღეს 76-ე წელი აღინიშნება მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან....
RDRC.GE
დღეს 76-ე წელი აღინიშნება მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან....
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   დღეს 76- ე წელი აღინიშნება მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან.... კაცობრიობის უახლეს ისტორიაში ამ მოვლენას უკვე ეწოდა ერთ-ერთი სასტიკი ანგარიშსწორება, რომელმაც მხოლოდ საქართველოდან 500 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

   დღეს, სამტრედიაში, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულებს კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი. მუნიციპალიტეტის მერმა, ვალერი ფოცხვერიამ, პირველმა მოადგილემ, გრიგოლ დალაქიშვილმა, მოადგილემ, დავით ბახტაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლებმა, გვირგვინით შეამკეს შინმოუსვლეთა დედის ძეგლი.

   საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 1000 ლარის, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 500 ლარის ოდენობის ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ. მუნიციპალიტეტის მერიამ კი მათ დამატებით 1000 ლარი ჩაურიცხა.

  • კომენტარი: 1
  • ნახვა: 383