განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » წარმატებით დარსულდა ფოლკლორის ცენტრში სამტრედის სალოტბარო სკოლის კონცერტი
RDRC.GE
წარმატებით დარსულდა ფოლკლორის ცენტრში სამტრედის სალოტბარო სკოლის კონცერტი
კატეგორია:  სიახლე, კულტურა

სურათი

   წარმატებით დარსულდა ფოლკლორის ცენტრში სამტრედის სალოტბარო სკოლის კონცერტი.

   უკვე რამდენიმე წელია ფოლკლორით და საგალობლებით დაინტერესებულ მოზარდებს, ლოტბარ-რეგენტი, ბესო მახათაძე ხელმძღვანელობს. ფოლკლორის ცენტრთან ერთად სწორედ მას უკავშირდება სამტრედიაში სალოტბარო სკოლის ჩამოყალიბება.

   ,,არასდროს დავიღლები მადლიერება გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ამ იდეის განხორციელებაში დაგვეხმარა. ჩვენ ერთად ვზრდით ეროვნული სულისკვეთებით სავსე მომავალს. მადლობა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიას, დ. შანიძის სახელობის სახელოვნებო სკოლას, მშობლებს და ჩვენს უნიჭიერეს ბავშვებს. რამდენადაც უცნაურად არ უნდა მოგეჩვენოთ, ჩვენ პირველ რიგში მათ პიროვნებად ჩამოყალიბებაზე ვზრუნავთ და ამის შემდეგ სიმღერის შესწავლაზე," აღნიშნა ბესო მახათაძემ.

   ღონისძიებაზე ფოლკლორის ცენტრში, სამტრედიასთან ერთად წარმოდგენილი იყო ლენტეხის სალოტბარო სკოლა. შესრულდა იმერული, სვანური და მეგრული ხალხური სიმღერები, ფერხულები, საკრავიერი მუსიკა.

   შეგახსენებთ, რომ ლენტეხისა და სამტრედიის სალოტბარო სკოლების მსგავსად ფოლკლორის ცენტრის სალოტბარო სკოლა 25 მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს, სადაც ქართული ტრადიციული სიმღერა-გალობის შეწავლა ყველა მსურველს შეუძლია

  • კომენტარი: 1
  • ნახვა: 378