ტესტირების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia

განცხადება

04.03.2019 10.00 საათზე

გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

ცხელი ხაზი
HOT LINE
22-18-72

გამოკითხვა
Оцените работу движка
Лучший из новостных
Неплохой движок
Устраивает ... но ...
Встречал и получше
Совсем не понравился
» » რეგიონებში გეგმიური ვიზიტი
რეგიონებში გეგმიური ვიზიტი
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   დღეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, მრჩეველთან ვლადიმერ იმნაძესთან ერთად, რეგიონებში გეგმიური ვიზიტის ფარგლებში, სამტრედიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს შეხვდა.

   კობა კობალაძემ ყველა იმ საკითხზე, გამოწვევებსა და გეგმებზე ისაუბრა, რაც მომავალში ხელს შეუწყობს ვეტერანების სოციალური, ეკონომიკური მდგომარეობისა და ჯანდაცვის სერვისებით უზრუნველყოფის გაუმჯობესებას.

   შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, გრიგოლ დალაქიშვილი და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელი სამტრედიაში, ედუარდ ახობაძე ესწრებოდნენ.

   კობა კობალაძემ მადლობა გადაუხადა ადგილობრივ ხელისუფლებას ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთა მიმართ გამოხატული ყურადღებისა და თანადგომისათვის.

   შეხვედრის ძირითადი ნაწილი კითხვა -პასუხის რეჟიმში წარიმართა,სადაც სამტრედიელმა ვეტერანებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე მიიღეს პასუხი. ვეტერენებს, ასევე, ეცნობათ, რომ მათთვის პრობლემურ საკითხებს, დირექტორის გადაწყვეტილებით შექმნილი, სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეისწავლის და მათი გადაჭრის გეგმას შეიმუშავებს.

   სამსახურის დირექტორის გეგმიური შეხვედრები რეგიონებში მცხოვრებ ვეტერანებთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, მიზნად ისახავს, სამსახურის ბენეფიციართა სოციალურ- ეკონომიკურ და ჯანდაცვის სფეროში არსებული გამოწვევების დასაძლევად სხვადასხვა უწყებების მეტი ჩართულობის უზრუნველყოფას და უფრო ქმედითი ნაბიჯების დაგეგმვას.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 15
კომენტარის დამატება
Полужирный Наклонный текст Подчеркнутый текст Зачеркнутый текст | Выравнивание по левому краю По центру Выравнивание по правому краю | Вставка смайликов Вставка ссылкиВставка защищенной ссылки Выбор цвета | Скрытый текст Вставка цитаты Преобразовать выбранный текст из транслитерации в кириллицу Вставка спойлера