განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » შეხვედრა წარმატებულ მოსწავლეებთან და სპორტსმენებთან
RDRC.GE
შეხვედრა წარმატებულ მოსწავლეებთან და სპორტსმენებთან
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   დღეს, სამტრედიის საგანმანათლებლო რესურსცენტრში წარმატებულ ახალგაზრდებთან და სპორტის დამსახურებულ წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგა.

   მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, გრიგოლ დალაქიშვილმა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან, თინათინ ხარძიანთან და მერიის კულტურის სამსახურის უფროსთან, ნატალია მანჯგალაძესთან ერთად კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სამტრედიელთა წარმატებებს და დამსახურებას სხვადასხვა სფეროში. ,,მე მივეკუთვნები იმ კატეგორიას, რომელიც მზადაა თქვენისთანა ნიჭიერ თაობას გადააბაროს ქვეყნის მართვის საჭე. გილოცავთ ღირსეულ გამარჯვებას, თქვენი ინტელექტით, პირველ რიგში ოჯახი, სკოლა და შემდეგ თქვენი ქალაქი ასახელეთ. მადლობა ამისთვის," აღნიშნა გრიგოლ დალაქიშვილმა.

   შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ პირველი არხის სატელევიზიო პროექტ ,,წიგნების თაროს" მეათე სასკოლო სეზონის გამარჯვებული, სამტრედიის N 2 საჯარო სკოლის მოსწავლეები თამთა კეკელიძე, საბა ართქმელაძე და თემო გერაძე, მათთან ერთად სიგელი და ფულადი საჩუქარი გადაეცა მე-6 სტუდენტურ სეზონში გამარჯვებულ ეთუნა კაცაძეს.

   სამტრედიელთა წარმატებებზე ისაუბრა საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, თინათინ ხარძიანმა. ,, თქვენ კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ, რომ სამტრედია ნიჭიერთა სამჭედლოა. მადლობა იმისთვის, რომ თქვენი პრიორიტეტი წიგნი და ინტელექტია. თქვენ ჩვენი იმედი და ხვალინდელი დღე ხართ."

   კიდევ ერთხელ იხსენებს მეორე საჯარო სკოლის დირექტორი, თეა კარტოზია იმ ემოციას, რომელიც მათ გამარჯვებას თან ახლდა. ,,ახლაც ყურში ჩამესმის ის სიტყვები-,,სამტრედია იმარჯვებს!" ეს იყო წარმოუდგენელი სიხარული და გამარჯვება, რომლის უკან თითოეულის ოჯახი, პედაგოგები, სკოლა და ქალაქი დგას."

   ,,გილოცავთ კიდევ ერთხელ გამარჯვებას! მადლობა მონდომებისთვის, გონიერებისთვის და იმ ინტელექტისთვის, რომლითაც გზა სულ ხსნილია. ჩვენის მხრივ მზად ვართ მერიის მიერ ორგანიზებულ ყველა ახალგაზრდულ პროექტში მოგიწვიოთ, " აღნიშნა ნატალია მანჯგალაძემ.

   დღესვე სპორტში მიღწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის სიგელები გადაეცა მე-12 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგს, თამაზ ხაფავას და კიოკუშინკაი კატარეს კლუბის ხელმძღვანელს, მიხეილ ქანთარიას, რომელმაც ასევე საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიიღო.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 498