განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » 13 წელია გორის რაიონი, სოფელი შინდისი 17 ჯარისკაცს საკუთარ შვილებად გულში იკრავს
RDRC.GE
13 წელია გორის რაიონი, სოფელი შინდისი 17 ჯარისკაცს საკუთარ შვილებად გულში იკრავს
კატეგორია:  სიახლე

   13 წელია გორის რაიონი, სოფელი შინდისი 17 ჯარისკაცს საკუთარ შვილებად გულში იკრავს. გმირულად დაღუპულმა ვაჟკაცებმა ქვეყანას თავგანწირვის საოცარი მაგალითი აჩვენეს. ერთი წამითაც არ უფიქრიათ უკან დახევა, არ შეშინებულან და მრავალრიცხოვან მტერს ქართული სულის სიმტკიცე კიდევ ერთხელ დაანახეს.

   ყოველი წლის აგვისტო განსაკუთრებულია შინდისში. ასე იყო წელსაც. ერთი ტკივილით გაერთიანებული დედები საკუთარი შვილების ბოლო ნაფეხურებს იქ ეფერებიან.

   შინდისში გმირების სულების უკვდავსაყოფად სამტრედიიდან ყოველ წელს მიემგზავრებიან დაღუპული ვაჟკაცების ოჯახის წევრები და ახლობლები. სამთავრობო დელეგაცია მათთან ერთად მიაგებს პატივს გმირთა ხსოვნას.

   მარლენ ბარამია და ლევან მელქაძე სწორედ შინდისში დაიღუპნენ. მათთან ერთად სამტრედიას კიდევ ორი აგვისტოს გმირი ჰყავს. ლაშა თევზაძე და ავედიკ ლომიძე საქართველოს ერთიანობისთვის დაეცნენ 2008-ში.

  • კომენტარი: 1
  • ნახვა: 550