განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » რეგიონალური კონფერენცია მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების შესახებ
RDRC.GE
რეგიონალური კონფერენცია მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების შესახებ
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   დღეს, ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ, გამართა რეგიონალური კონფერენცია მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების შესახებ, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს გრანტის დონორმა ორგანიზაციებმა, მოწვეულმა მომხსენებლებმა, იმერეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის და გრანტის ფარგლებში შექმნილი საინიციატივო ჯგუფის წევრებმა.

   რეგიონალური კონფერენცია მიზნად ისახავდა საუკეთესო პრაქტიკის და არსებული გამოწვევების გაზიარებას თითოეული ჩართულობის მექანიზმის შესახებ იმერეთის მხარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მონაწილეობით, ასევე კონფერენციის გარკვეული ნაწილი დაეთმო განხორციელებული გრანტის შედეგებისა და მიღწევების წარდგენას.

   გრანტის რეგიონალური კონფერენციის პირველი ნაწილი დაეთმო მონაწილეთა რეგისტრაციას, ღონისძიების გახსნას, განხორციელებული გრანტის წარდგენას, მიღწეული შედეგებისა და გამოწვევების პრეზენტაციას, მოწვეული მომხსენებლების მიერ რეგიონის დონეზე მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებსა და ძირითად გამოწვევებზე საუბარს.

   მეორე ნაწილი დაეთმო იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების მიერ მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების უზრუნველყოფის მნიშვნელობას და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, ასევე წარდგენილ იქნა მოქალაქეთა უკუკავშირის ონლაინ პლატფორმა, რომელიც საპილოტედ შეიქმნა ვანის, ხონის, ხარაგაულის, სამტრედიის, ბაღდათის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებისთვის.

   აღნიშნული პლატფორმა მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს შესაძლებლობას აძლევს შეაფასოს მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული სოციალური პროგრამები/სერვისები, რომლითაც ისარგებლეს საბიუჯეტო წლის განმავლობაში. აღნიშნული რეგიონალური კონფერენცია ჩატარდა გრანტის "მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის ზრდა ადგილობრივ თვითმმართველობაში" ფარგლებში, რომელიც განხორციელდა არგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით.

   დავით ბახტაძე-,,მოქალაქეების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში უმნიშვნელოვანესია დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისთვის. თანამშრომლობა, როგორც საჯარო, ასევე სამოქალაქო სექტორთან თანაბრად მნიშვნელოვანია."

 

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 389