განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები ბრძანება / განკარგულება

ვაქცინა გვიცავს!

,სურათი,
booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა
RDRC.GE
ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   დღეს, სამტრედიაში ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა.

   სხდომა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნანა იმნაძემ გახსნა, რომელმაც წარმოადგინა 2 ოქტომბრის არჩევნების მონაცემები და შემაჯამებელი ოქმი.

   ამის შემდეგ საკრებულოს სხდომას უხუცესი დეპუტატი ბადრი შენგელია წარუძღვა და დეპუტატებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები გააცნო.

   საკრებულოს წევრებმა ჯერ დროებითი სამანდატო და ხმის დამთვლელი კომისიები აირჩიეს. მოგვიანებით კი, დეპუტატებმა ახლად არჩეული საკრებულოს წევრების უფლებამოსილების საკითხს ერთხმად დაუჭირეს მხარი.

   სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ დეპუტატებმა ფარული კენჭისყრის შედეგად, ნუგზარ ჯამბურია ხმათა უმრავლესობით – 23 ხმით აირჩიეს, თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, ვაჟა სტურუა, მოადგილეებად, ვალერიანე ფოცხვერია და ნათია პაპავა.

   საკრებულოს პირველ სხდომას მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე ესწრებოდა.

   დავით ბახტაძემ ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარეს და დეპუტატებს წარმატებული და ნაყოფიერი მუშაობა უსურვა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 83
კომენტარის დამატება
Полужирный Наклонный текст Подчеркнутый текст Зачеркнутый текст | Выравнивание по левому краю По центру Выравнивание по правому краю | Вставка смайликов Вставка ссылкиВставка защищенной ссылки Выбор цвета | Скрытый текст Вставка цитаты Преобразовать выбранный текст из транслитерации в кириллицу Вставка спойлера