სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2023-2026 წლის საშუალოვადიანი განვითარების გეგმა
HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72
მუნიციპალიტეტის მერიამ შშმ პირთა საერთაშორისო დღე დღის ცენტრ ,,ლამპარში" აღნიშნა.
განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრთან მრავალწლიანი თანამშრომლობის ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა და ,,ლამპარის" 16 აღსაზრდელი სხვადასხვა საჩუქრით დააჯილდოა.
,, დღეს მნიშვნელოვანი დღეა. საზოგადოებას კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ შშმ პირთა უფლებები, რაც ხელს შეუწყობს სტერეოტიპების ნგრევას," აღნიშნა ჩვენთან სუბარში EDEC-ის ბავთვთა დაცვის პროგრამის მენეჯერმა, სოფიო კუპატაძემ.
შშმ ბავშვთა ზრუნვაზე, პედაგოგთა ჩართულობაზე და ზოგადად, დღის ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა, ნატალია მანჯგალაძემ.
მუნიციპალიტეტის მერს, დავით ბახტაძეს მადლობა გადაუხადა დღის ცენტრის ერთ-ერთმა აქტიურმა ფუძემდებელმა, შუქია თვალაბეიშვილმა.
დღეს ბავშვების განწყობაზე ანიმაციურმა გმირებმაც იზრუნეს.
შეგახსენებთ, 3 დეკემბერი შშმ პირთა დღედ 1992 წლიდან აღინიშნება და იგი გაერომ დააარსა.