განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ახალი პროგრამის განსახორციელებლად საპილოტე რეგიონად იმერეთი განისაზღვრა
RDRC.GE
ახალი პროგრამის განსახორციელებლად საპილოტე რეგიონად იმერეთი განისაზღვრა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად, საქართველოში, ახალი პროგრამის განსახორციელებლად საპილოტე რეგიონად იმერეთი განისაზღვრა.

   ახალი საპილოტე პროგრამის შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ ონლაინ პლატფორმით შეხვედრა გამართა და თავისი მოსაზრებები გააცნო საქართველოში ჭკვიანი სპეციალიზაციის ჯგუფის ექსპერტებს, ზვიად არჩუაძეს და ზაზა ჭელიძეს.

   მხარეებმა პროგრამის დანერგვისა და განხორციელებისთვის საჭირო თანმიმდევრული ღონისძიებების გატარებაზე ისაუბრეს.

   “ჭკვიანი სპეციალიზაცია“ წარმოადგენს მიდგომას, რომელიც ევროპულ ქვეყნებში გამოიყენება როგორც რეგიონების ინოვაციური პოტენციალის შეფასების მექანიზმი. ამ კომპონენტის განხორციელებით შესაძლებელი ხდება კონკრეტული რეგიონის ძლიერი მხარეების განსაზღვრა და მათი აქცენტირებული განვითარება.

   რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ევროკავშირის ერთიანი კვლევის ცენტრის დახმარებით, ახორციელებს პროექტს იმერეთში „ჭკვიანი სპეციალიზაციის“ შერჩეული ეკონომიკური სექტორების შეფასებისა და რეგიონის ჭკვიანი სპეციალიზაციის სტრატეგიისთვის საჭირო ინფორმაციის მოსამზადებლად.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 342