განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
RDRC.GE
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ რიგგარეშე სხდომას, საკრებულოს თავმჯდომარე, ნუგზარ ჯამბურია უძღვებოდა. დღის წესრიგით წარმოდგენილი 5 საკითხი ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, მერაბ უღრელიძემ წარმოადგინა განსახილველად.

   ერთ-ერთი მთავარი საკითხი სამტრედიის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სამტრედიის მუნიციპალიტეტში 2022-2024 წლებში განსახორციელებელი 24 პროექტის მოწონების შესახებ წინადადება იყო. აღსანიშნავია, რომ პროექტების უმრავლესობა გზის საფარის რეაბილიტაციას გულისხმობს, რაც მოსახლეობის მთავრაი მოთხოვნის საფუძველზე იგეგმება.

   პროექტებს შორის არის სკვერებისა და სტადიონების რეაბილიტაცია, ტრენაჟორების მოწყობა სხვადასხვა უბანზე, ასევე სანიაღვრე არხებისა და ცხაურების მოწყობა.

   წარმოდგენილ საკითხებს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს და მზაობა გამოთქვეს ჩაერთონ პრიორიტეტების შერჩევის პროცესში.

   დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა, რომ ნაბაკევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჩხენიშში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ამბულატორია აშენდება.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 283