განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია „ავიცრათ ერთმანეთისთვის“
RDRC.GE
ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია „ავიცრათ ერთმანეთისთვის“
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   საქართველოს მთავრობის ინიციატივით, სამტრედიაში, საპილოტე პროგრამის ფარგლებში რეაბილიტირებულ ცენტრალურ სკვერში, ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია „ავიცრათ ერთმანეთისთვის“ ფარგლებში, სხვადასხვა ღონისძიება იმართება.

   მისულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, ადგილზე გაიკეთონ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა „ფაიზერის“, „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინებით. ასევე, დაინტერესებულ პირებს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, ვაქცინაციასთან დაკავშირებით, კონსულტაციებს უწევენ.

   აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ: იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და სამტრედიის მერი დავით ბახტაძე. ,, ეს არის მარათონი სიცოცხლისთვის. ვაქცინაციის მასშტაბების ზრდა არის ყველაზე მთავარი პროცესი ჩვენს ქვეყანაში დღევანდელ დღეს. ცენტრალურმა და ადგილობრივმა მთავრობამ ასევე, თითოეულმა თანამოქალაქემ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად გავზარდოთ აცრების რაოდენობა ქვეყანაში, რათა შემცირდეს ყოველდღიურად ის სამწუხარო ციფრები, რასაც ჩვენ ტელევიზიებიდან ვისმენთ. თითოეულის ვალია გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას და სიცოცოხლეს. აცრა არის სწორედ ერთადერთი საშუალება იმისა, რომ შევამციროთ ეპიდემიის გავრცელება და დავიყვანოთ ნულამდე" - აღნიშნა მედიასთან ზვიად შალამბერიძემ.

   კამპანიის ფარგლებში ადგილზე განთავსებულია იუსტიციის სახლის მობილური ჯგუფები. ვაქცინირებული ადამიანები მათი მომსახურებით უფასოდ სარგებლობენ, ასევე გადაეცემათ სხვადასხვა სასაჩუქრე ვაუჩერი. 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები კი დამატებით 200 ლარიანი დანამატით ისარგებლებენ.

   სამტრედიის ცენტრალურ სკვერში ღონისძიების პირველი ნაწილი ბავშვებს დაეთმო. მათ განწყობაზე ანიმატორები და ზღაპრის გმირები ზრუნავენ. გარდა ამისა, ✅დღეს ტერიტორიაზე, სპეციალურ სივრცეებში, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა მოეწყო.

   ცენტრალურ სკვერში მოწყობილი იყო მოსასვენებელი და კვების სივრცეები.

   ღონისძიების ფარგლებში სტუმრების წინაშე სოლო პროგრამით წარსდგა ანდრია გველესიანი და ზუკა ხუციშვილი.

   ღონისძიება კოვიდრეგულაციების სრული დაცვით გაიმართა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 275