განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სამტრედიის მუნიციპალიტეტის მე-5 მოწვევის საკრებულო უკვე შეუდგა მუშაობას
RDRC.GE
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მე-5 მოწვევის საკრებულო უკვე შეუდგა მუშაობას
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   სამტრედიის მუნიციპალიტეტის მე-5 მოწვევის საკრებულო უკვე შეუდგა მუშაობას. საკრებულოს თავმჯდომარის, ნუგზარ ჯამბურიას ხელმძღვანელობით, დღეს ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზეც საკითხების განაწილებასთან ერთად 2022 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პარამეტრებზეც იმსჯელეს.

   ,,მჯერა გუნდი, რომელიც წარმოდგენილია მე-5 მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს სახით, სამტრედიაში მნიშვნელოვანი და გარდამტეხი ცვლილებების ფუძემდებელი გახდება. საკრებულოს თითოეული წევრი უფლებამოსილია იმსჯელოს და მიიღოს მოსახლეობისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები," განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ, ნუგზარ ჯამბურიამ.

   მომდევნო საკრებულოს სხდომამდე ერთი კვირით ადრე, საკრებულოს წევრები ბიუჯეტის პროექტის ბოლო დეტალებზე თანხმდებიან. შესაბამის კომისიებში კონსულტაციები მიმდინარეობს. როგორც სხდომაზე ნუგზარ ჯამბურიამ განაცხადა, ბიუჯეტი გამჭირვალეა და მისი გაცნობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

  • კომენტარი: 1
  • ნახვა: 522