განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » „ ქუჩის ხელოვნება“
RDRC.GE
„ ქუჩის ხელოვნება“
კატეგორია:  სიახლე

სურათი

კონკურსი „ნახატის ესკიზზე“

   სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია „ ქუჩის ხელოვნების „ პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს „ნახატის ესკიზზე“ სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსების მიზნით . თემებისა და ფორმების მრავალფეროვნება, ხატვისთვის, იდეა და კონცეფცია კონკურსანტების ფანტაზიასა და კრეატიულობაზეა დამოკიდებული.

   კონკურსში მონაწილეობის პირობები

   კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

   კონკურსში მონაწილეობის მსურველს შესაძლებლობა აქვს გამოაგზავნოს ესკიზი რამდენიმე ვარიანტი.

   კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ ესკიზი ანოტაციით.

   კონკურსზე წარმოდგენილი ესკიზი, კონკრეტულად ამ პროექტისთვის უნდა იყოს შექმნილი.

   • სხვა კონკურსისთვის გამოყენებული ეკიზის წარმოდგენის შემთხვევაში კონკურსანტი ავტომატურად გამოეთიშება კონკურს.

   რეგისტრაციის ვადაა 2022 წლის 31 იანვრამდე.

   კონკურსანტებმა ნამუშევრები თავისი ანოტაციით უნდა გამოაგზავნონ ელ.ფოსტაზე samtrediastreetart@gmail.com ასევე პირადი მონაცემები: სახელი,გვარი,ტელეფონი,ელ-ფოსტა.

   კონკურსის შეაფასებს:

   კონკურსს ეყოლება კომპეტენტური ჟიური, რომელიც განიხილავს და შეაფასებს ესკიზებს.

   ჟიურის მიერ აღნიშნული კონკურსისთვის შერჩეული ლოკაციები და ზომები:

   რუსთაველის ქ. N 2 . შენობის სიმაღლე - 9 მეტრი, განი 12 მეტრი , სულ ჯამში 108 კვ.

   რუსთაველის ქ. N 6. შენობის სიმაღლე 9 მეტრი , განი 4 მეტრი ,სულ ჯამში 36 კვ.

   რუსთაველის ქ. N 8 . შენობის სიმაღლე 9 მეტრი, განი 5 მეტრი , სულ ჯამში 46 კვ.

   რუსთაველის ქ. # 10 . შენობის სიმაღლე 12 მეტრი, განი 5 მეტრი. სულ ჯამში 60 კვ.

   რუსთაველის ქუჩა 11-13 ნომერი (ლიმონათის ქარხნის ტერიტორია ) ბეტონის ღობე სიმაღლე 2 მეტრი, სიგრძე 65 მეტრი ჯამში 130 კვ.

   თამარ მეფის ქუჩა #17 -ბეტონის ღობე , სიმაღლე- 2 მეტრი, სიგრძე 180 , სულ ჯამში 360 კვ. ☑️პრიზები:

   კონკურსის შედეგად გამოვლენილი გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ფულადი ჯილდოთი

   ჯილდო თითოეულ ესკიზზე 200 ლარი (ხელზე ასაღები).

   საავტორო უფლებები

   გამოგზავნილ ესკიზზე საავტორო უფლება უნდა ეკუთვნოდეს კონკურსში მონაწილეს;

   კონკურსში გამარჯვებულ ესკიზზე საავტორო უფლება უნარჩუნდება ავტორს.

   კონკურსის მიზანია ქალაქის იერსახის გალამაზება, თანამედროვე ხელოვნების მიმართ საზოგადოების ყურადღების მიქცევა, გამარჯვებული ესკიზით მოიხატება შესაბამისი საჯარო სივრცე.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 550