განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სარეაბილიტაციო სამუშაოები
RDRC.GE
სარეაბილიტაციო სამუშაოები
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   სამტრედიის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ეტაპობრივად ხორციელდება, როგორც ღია სპორტული მოედნების ასევე, სპორტის დარბაზების მოწყობა.

   ამ ეტაპზე ეროსი მანჯგალაძის სახელობის ცენტრალური სტადიონის სპორტული დარბაზისა და წინსვლის ქუჩაზე არსებული სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ფინანსდება.

   მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, ზურაბ გოგიასთან ერთად დაათვალიერა და მშენებარე კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრა.

   დავით ბახტაძე - ,,ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციისთვის და სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით სამტრედიის მუნიციპალიტეტში, რამდენიმე პროექტი მიმდინარეობს. მინი სპორტული მოედნების მოწყობა, ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, ხოლო სპორტ დარბაზების მოწყობა ჩვენი სპორტსმენებისთვის უკეთესი პირობების შექმნის მიზნით ხორციელდება. მუნიციპალიტეტში სასპორტო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მომავალშიც ინტენსიურად გაგრძელდება."

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 260