განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა
RDRC.GE
დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე, ნუგზარ ჯამბურია უძღვებოდა.

   საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხების ვრცელ ნუსხას უყარეს კენჭი, რომელთა უმრავლესობა მომდევნო კვირაში მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას უკავშირდება.

   ,, დარწმუნებული ვარ კომისიებში გაწეული კონსულტაციები საკრებულოს სხდომაზე დადებითად აისახება და აქ წარმოდგენილი საკითხები მისაღები იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის," აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ, ნუგზარ ჯამბურიამ.

   ადგილობრივ ბიუჯეტს დაქვემდებარებული ორგანიზაციების 2022 წლის ხარჯების დამტკიცების შესახებ საკითხები საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, მერაბ უღრელიძემ ბიუროს წევრებს დამტკიცებამდე კიდევ ერთხელ დეტალურად გააცნო.

   ბიუროს სხდომაზე გაირკვა, რომ მუნიციპალიტეტის მერიამ საკანონმდებლო ორგანოს რეკომენდაციები გაითვალისწინა და ბიუჯეტში რამდენიმე საკითხი დაკორექტირდა.

   2022 წლის ბიუჯეტი 18 757 800 ლარითაა წარმოდგენილი, რაც წინა წელთან შედარებით 4 მილიონითაა გაზრდილი. მისი ამ ფორმით დამტკიცება საკრებულოს სხდომაზე უნდა მოხდეს.

   დღევანდელ სხდომაზე ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ტარიელ ცომაიამ რამდენიმე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საპრივატიზაციო ობიექტებად განსაზღვრის და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ საკითხი წარმოადგინა. დღესვე იმსჯელეს 2021-2024 წლებში განსახორციელებელი 20 პროექტის მოწონების შესახებაც.

   ბიუროს სხდომაზე განხილული საკითხები, საბოლოო მსჯელობის შედეგად, ხმათა უმრავლესობით, საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდება

  • კომენტარი: 1
  • ნახვა: 355