განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » 2022 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა
RDRC.GE
2022 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   2022 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, დღეს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა.

   18 მლნ. 757 ათ. 800 ლარს მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტი სხვადასხვა მიმართულებით გახარჯავს.

   დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია უძღვებოდა, დეტალურად განიხილეს სხვადასხვა ორგანიზაციებზე გაწერილი 2022 წლის ხარჯები. მართალია ბიუჯეტის წარმოდგენილ ვარიანტს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს, საკრებულოს წევრთა უმრავლესობისთვის იგი მისაღები აღმოჩნდა, მით უმეტეს გასულ წელთან შედარებით 4 მილიონ ლარზე მეტითაა გაზრდილი ბიუჯეტი.

   ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების პროცესს დაესწრო მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე, რომელმაც საკანონმდებლო ორგანოს მხარდაჭერა გამოუცხადა. მან ვრცელი განმარტებები გააკეთა იმ საკვანძო საკითხებზე, რომელიც მუნიციპალიტეტის მთავარ გამოწვევებს წარმოადგენს.

   დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს სხვადასხვა კომისიაზე დამუშავებული საკითხებიც გამოიტანეს განსახილველად. კენჭისყრის შედეგად საკრებულოს წევრებმა მათი დამტკიცება შეძლეს.

  • კომენტარი: 1
  • ნახვა: 1064