სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2022 წლის მარტის თვის ბიუჯეტის შესრულების ანალიზი
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები
ვაქცინა გვიცავს!


HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72
საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) თანადაფინანსებით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით პროექტი - ,,კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირება საქართველოში“ მიმდინარეობს.
პროექტი 7 წლიანია და მისი საერთო ბიუჯეტი 74 მილიონი აშშ დოლარია. პროექტი მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებით განპირობებული კატასტროფების რისკების შემცირებას, ადრეული შეტყობინების სისტემის განვითარებას და მრავალფაქტორიანი საფრთხეების მართვის ეფექტიანი ეროვნული სისტემის დანერგვას, რაც უზრუნველყოფს საქართველოში მცხოვრები 1.7 მილიონი ადამიანის წყალდიდობებისგან, გვალვისა და სხვა საფრთხეებისგან უკეთ დაცვას.
პროექტი 7 ბუნებრივ საფრთხეს (წყალდიდობა, სეტყვა, ღვარცოფი, ძლიერი ქარი, გვალვა, მეწყერი, ზვავი) შეეხება და 11 მდინარის - ენგურის, ჭოროხი-აჭარისწყლის, სუფსას, ნატანების, ხობის, კინტრიშის, მტკვრის, არაგვის, ხრამი-ქციას, ალაზნისა და იორის აუზებში ხორციელდება. აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი სათემო ორგანიზაციების ჩართულობა, ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება და რისკების მართვის სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება. პროექტის აღნიშნული კომპონენტის განმახორციელებელია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი.
რამდენიმე დღის წინ სასტუმრო კაჭრეთი ამბასადორმა საინფორმაციო შეხვედრა - სათემო ფორუმს უმასპინძლა. შეხვედრის მიზანი პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების, საფრთხის რუკების, ადრეული შეტყობინების სისტემის და თემზე დაფუძნებული კატასტროფების რისკის მართვის/შემცირების აქტივობების განხილვა იყო პროექტის დაინტერესებული მხარეების ჩართულობით.
ფორუმში მონაწილეობა მიიღო სამტრედიის მუნიციპალიტეტმა. პროექტის ფარგლებში, ქორეისუბანში, მდ. რიონზე ნაპიგრსამაგრი სამუშაოები ჩატარდება.