განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სპორტის რაინდის საპატიო წოდება
RDRC.GE
სპორტის რაინდის საპატიო წოდება
კატეგორია:  სიახლე, სპორტი

სურათი

   დღეს, მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ნუგზარ ჯამბურიამ კიოკუშინკაი კარატეში სენსეი მიხეილ ქანთარიას სპორტის რაინდის საპატიო წოდება მიულოცეს.

   მიხეილ ქანთარია მწვრთნელის ამპლუაში 1980 წლიდან არაერთი ჩემპიონატის გამარჯვებულია. მის ანგარიშზეა: ამერიკაში მსოფლიო თასის ჩემპიონატი, ბელგიის თასი, სომხეთის თასი, ევროპის ჩემპიონატი გოგონებში და ვაჟებში, ევროპის ჩემპიონის პრიზიორები. კავკასიის, სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს ეროვნული ჩემპიონატები და მრავალი სხვა.

   დავით ბახტაძე - „ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს კიოკუშინკაი კარატეში სენსეის, კარგ ქართველ კაცს და საუკეთესო მწვრთნელს ვაჯილდოებთ. მსურს მივულოცო ეს აღიარება.მის ანგარიშზე ბევრი წარმატება და ისეთი შედეგებია, რომლითაც ვამაყობ და თითოეული სამტრედიელი ამაყობს. გვიხარია, რომ ასეთი წარმატებული ადამიანი გვყავს მუნციპალიტეტში, თაობებს შეაყვარა სპორტის ეს სახეობა და არაერთი ჩემპიონი აღზარდა. მადლობა მას დაუღალავი შრომისთვის და ამ ყველაფრისთვის."

   მიხეილ ქანთარია- „დავით ბახტაძის თანადგომა არაერთხელ გამომიცდია, არამარტო მერის ამპლუაში. მისი და ხელისუფლების მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვაია. მადლობა ყველას გვერდით დგომისთვის, ჩვენი საქმიანობის დაფასებისთვის და შეფასებისთვის."

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 284