სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2022 წლის მარტის თვის ბიუჯეტის შესრულების ანალიზი
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები
ვაქცინა გვიცავს!


HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სამტრედიაში გრანდიოზული საახალწლო ღონისძიება ჩატარდა.
ყველა ასაკის ადამიანზე გათვლილი მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.
ქალაქის ცენტრალურ პარკში მოეწყო საშობაო ბაზრობა, გამოფენა- გაყიდვა, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე, ასევე, განთავსდა ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუა ტკბილეულით გაუმასპინძლდა, ქალაქის ტერიტორიაზე მოეწყო სანტების საახალწლო მსვლელობა. სადღესასწაულო კონცერტზე ერთმენეთს ენაცვლებოდნენ ადგილობრივი ანსამბლები და მოწვეული შემსრულებლები.
სააღამო მუსიკალური ჯგუფი ,,რეზო და ბავშვები“-ს კონცერტით დასრულდა.
საახალწლო ღონისძიებები, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით, კოვიდ რეგულაციების დაცვით საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება.