განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » საკრებულოს დღევანდელი რიგგარეშე სხდომა
RDRC.GE
საკრებულოს დღევანდელი რიგგარეშე სხდომა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია უძღვებოდა, საკრებულოს ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ტარიელ ცომაიამ 2022 წელს გამოცხადებულ კონკურსში წარსადგენი საპროექტო იდეების მოწონების შესახებ საკითხი წარუდგინა საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს.

   საქართველოს მთავრობის 2019 წლის N628-ე დადგენილებით, ,,2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის" (სრიგპ) ფარგლებში, 2022 წელს გამოცხადებულ კონკურსში, შესაძლებელია, სამტრედიის მუნიციპალიტეტმა 3 მსხვილი პროექტის განხორციელება შეძლოს.

   საპროექტო იდეები უკვე დამუშავებულია და დღევანდელ სხდომაზე ხმათა უმრავლესობით მოიწონეს კიდეც.

   მრავალბინიანი კორპუსების რეაბილიტაცია ენერგოეფექტური ტექნოლოგიით;

   ხდკ-ს დასახლებაში სანიაღვრე არხების, ტროტუარების, მოსაცდელების და საერთო სარგებლობის სივრცეების კერძო სარგებლობის სივრცეებთან გამყოფი ზოლების (ღობეების) მოწყობა;

   კოსტავას ქუჩაზე მდებარე სკვერის და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია.

   საგრანტო პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ქალაქის ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული შემოსასვლელი დასავლეთიდან, ურბანული განვითარების ფარგლებში, სრულიად ახალ სახეს მიიღებს.

  • კომენტარი: 1
  • ნახვა: 287