განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა
RDRC.GE
ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა
კატეგორია:  სიახლე

   სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

   დღევანდელ საინფორმაციო შეხვედრას, მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ნუგზარ ჯამბურია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მეწარმეები ესწრებოდნენ.

   დავით ბახტაძე-,,თვითმმართველობის წარმომადგენლები აქტიურად ვართ ჩართული, რომ ამ პროგრამით განსაზღვრული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია თითოეულ მეწარმემდე ამომწურავად მივიდეს და ამ პროგრამით რაც შეიძლება მეტმა ადგილობრივმა მეწარმემ თუ დაინტერესებულმა პირმა ისარგებლოს. საინფორმაციო შეხვედრები ამ კუთხით მომავალშიც გაგრძელდება."

   საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ახალ საგრანტო პროგრამებს აცხადებს შემდეგ რეგიონებში: იმერეთი, კახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი. აღნიშნული პროგრამა მოიცავს ორი კატეგორიის საგრანტო პროგრამას:

   მცირე გრანტი 30 000 ლარის ოდენობით, რომლის მიზანია ინოვაციების დანერგვა, ტესტირება ან გაუმჯობესება მათი შემდგომი კომერციალიზაციისთვის. ინოვაციებით და ტექნოლოგიებით დაინტერესებული სუბიექტების საერთაშორისო ტექნოლოგიურ და ინოვაციურ ეკოსისტემაში ინტეგრაცია და მათი კომერციული პოტენციალის გაზრდა. https://www.facebook.com/100068867213975/posts/231969215775317/?d=n

   ინოვაციური მეწარმეობის გრანტი 100 000 ლარის ოდენობით, რომლის მიზანია ინოვაციური ან/და ტექნოლოგიური ელემენტის შემცველი და კომერციალიზაციის მაღალი პოტენციალის მქონე ბიზნეს პროექტების დაფინანსება.

https://www.facebook.com/100068867213975/posts/231970459108526/?d=n

   სამტრედიის მუნიციპალიტეტში პროგრამასთან დაკავშირებით შემდეგი შეხვედრა 4 თებერვალს ჩატარდება. ჯიტას პროექტის კოორდინატორები ადგილზე გამართავენ შეხვედრებს და დაინტერესებულ პირებს ამომწურავ ინფორმაციას გაუზიარებენ.

  • კომენტარი: 1
  • ნახვა: 290