განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » მოქალაქეთა უკუკავშირის ონლაინ პლატფორმა
RDRC.GE
მოქალაქეთა უკუკავშირის ონლაინ პლატფორმა
კატეგორია:  სიახლე

   სამტრედიის მუნიციპალიტეტის ვებ გვერდზე samtredia com ge-ზე შეიქმნა მოქალაქეთა უკუკავშირის ონლაინ პლატფორმა, რომლის მიზანი გახავთ შეფასდეს მოქალაქეების მხრიდან მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული სერვისები/პროგრამები.

   თუ ხართ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მოქალაქე და გისარგებლიათ მუნიციპალიტეტის 2021 საბიუჯეტო წლის კონკრეტული სოციალური პროგრამითა თუ სერვისით, გაქვთ შესაძლებლობა ელექტრონულად დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრება გაწეული სერვისისა თუ პროგრამის სარგებლიანობაზე.

   გარდა აღნიშნულისა პლატფორმა გთავაზობთ დააფიქსიროთ თქვენი აზრი მუნიციპალიტეტში არსებული საჭიროებების შესახებ. ამისათვის შემუშავდა უნივერსალური კითხვარი, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ ასახოთ არსებული საჭიროება/პრობლემა და ამასთანავე მიუთითოთ თქვენი მოსაზრება/რეკომენდაცია აღნიშნული პრობლემის მოგვარების გზებთან დაკავშირებით.

   ყოველივე მიმართულია იქეთკენ, რომ კიდევ უფრო მეტად დაიხვეწოს არსებული პროგრამები და მოერგოს მოქალაქეთა ინტერესებსა და საჭიროებების.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 357