განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ონლაინ შეხვედრა მიმდინარე კონკურსის შესახებ
RDRC.GE
ონლაინ შეხვედრა მიმდინარე კონკურსის შესახებ
კატეგორია:  სიახლე

   მუნიციპალიტეტის მერიაში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლებმა, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე კონკურსის შესახებ, ონლაინ შეხვედრა გამართა.

   საინფორმაციო შეხვედრას, მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ვაჟა სტურუა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მეწარმეები ესწრებოდნენ. დავით ბახტაძე- ,,საპილოტე რეგიონების ინტერგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით მეწარმე სუბიექტებს მნიშვნელოვანი შესაძლებლობები ექმნებათ სამეწარმეო საქმიანობის განვითარებისა და ბიზნესის გაძლიერებისთვის.

   დღევანდელ შეხვედრაზე, საკონკურსო განაცხადების წარდგენისთვის თვითმმართველობის წარმომადგენლებს და ადგილობრივ მეწარმეეს მიეცათ შესაძლებლობა მიეღოთ დეტალური ინფორმაცია. შეხვედრაზე დამსწრე მეწარმეებმა კონკურსში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს. ჩვენი მხრიდან მსურველს ყველანაირ დახმარებას გავუწევთ, განაცხადის შევსების საკითხში და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებში."

   საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო საპილოტე რეგიონებისინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ახალ საგრანტო პროგრამებს აცხადებს შემდეგ რეგიონებში:

იმერეთი,

კახეთი,

გურია,

რაჭა-ლეჩხუმი 

ქვემო სვანეთი.

   აღნიშნული პროგრამა მოიცავს ორი კატეგორიის საგრანტო პროგრამას:მცირე გრანტი 30 000 ლარის ოდენობით, რომლის მიზანია ინოვაციების დანერგვა, ტესტირება ან გაუმჯობესება მათი შემდგომი კომერციალიზაციისთვის. ინოვაციებით და ტექნოლოგიებით დაინტერესებული სუბიექტების საერთაშორისო ტექნოლოგიურდა ინოვაციურ ეკოსისტემაში ინტეგრაცია და მათი კომერციული პოტენციალის გაზრდა.

   https://www.facebook.com/100068867213975/posts/231969215775317/?d=n

   ინოვაციური მეწარმეობის გრანტი 100 000 ლარის ოდენობით, რომლის მიზანიაინოვაციური ან/და ტექნოლოგიური ელემენტის შემცველი და კომერციალიზაციისმაღალი პოტენციალის მქონე ბიზნეს პროექტების დაფინანსება.

   https://www.facebook.com/100068867213975/posts/231970459108526/?d=n

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 348