განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » აგრარული კოლეჯის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
RDRC.GE
აგრარული კოლეჯის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
კატეგორია:  სიახლე

   დიდი ჯიხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნიკო ნიკოლაძის მიერ დაარსებული, აგრარული კოლეჯის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

   მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, ზურაბ გოგიასთან და კულტურის სამსახურის უფროსთან, ნატალია მანჯგალაძესთან ერთად, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და მშენებარე კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრა.

   დავით ბახტაძე -,,განათლების სფეროში მნიშვნელოვან პროექტად ითვლება დიდ ჯიხაიშში, ნიკო ნიკოლაძის მიერ დაარსებული აგრარული კოლეჯის სრული რეაბილიტაცია, რომელიც ამ სფეროში დასავლეთ საქართველოს წამყვანი პროექტია. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით აგრარულ კოლეჯში მოეწყობა თანამედროვე სასწავლო ბაზები, დაინერგება საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები, კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიქმნება სოფლის მეურნეობის დარგში ახალი ცოდნის გავრცელების მექანიზმები."

   პროექტის ღირებულება 6 700 000 ლარს შეადგენს და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,სამშენებლო კომპანია N 1" ასრულებს.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 299