განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს გომის ადმინისტრაციულ ერთეულში
RDRC.GE
ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს გომის ადმინისტრაციულ ერთეულში
კატეგორია:  სიახლე

   ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობას სამტრედიის მუნიციპალიტეტის, გომის ადმინისტრაციულ ერთეულში.

   იმუნიზაციის პროცესს ადგილზე გაეცნო მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ნუგზარ ჯამბურია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

   მუნიციპალიტეტის მერის, დავით ბახტაძის განცხადებით, ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა, რითაც შესაძლებელია დასრულდეს პანდემია.

   იმუნიზაციის პოპულარიზაციისა და კოვიდ-19- ის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის მოცვის გაზრდის მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით, ქვეყნის ყველა რეგიონის სოფლებში ვაქცინაციის კამპანია დაიწყო, რომელიც სოფლად მცხოვრები 50 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის ადგილზე აცრას გულისხმობს, რაც თავის მხრივ, ავადობის შემცირებასა და შესაძლო გართულებების თავიდან აცილებას განაპირობებს აღნიშნულ ასაკობრივ ჭრილში.

   სწორედ ამ ასაკის მოსახლეობისთვის მუშაობს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით

მიღებული ფულადი წახალისების პროგრამა, რომელიც პირველ აცრაზე 200 ლარის, ხოლო, დამატებითი, ე.წ. ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარის მიღებას გულისხმობს.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 371