განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » თათბირი სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში
RDRC.GE
თათბირი სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე უძღვებოდა.

   დღევანდელ თათბირზე მერმა, მერიის სამსახურის უფროსებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ირგვლივ ისაუბრა. ასევე, მერმა კონკრეტული დავალებები გასცა პრემიერ-მინისტრის პროექტზე, რომელიც გულისხმობს სოციალურად დაუცველი პირების დასაქმებას. დავით ბახტაძე - ,,მუნიციპალიტეტის მასშტაბით იწყება მოსალხეობის საერთო კრებები სოფლის მხარდაჭერის პროგრამებთან დაკავშირებით, სადაც მოსახლეობა თავად გადაწყვეტს თუ რა უნდა გაკეთდეს თავიანთ ადმინსიტრაციულ ერთეულში. ძალიან მნიშვნელოვანია, პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების პროგრამა. დღევანდელ თათბირზე ორივე პროგრამის ირგვლივ ვისაუბრეთ. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით პროგრამის ,,განახლებული რეგიონები“ - ს ფარგლებში , სამტრედიის მუნიციპალიტეტში, თამარ მეფის ქუჩის ინტენსიური რეაბილიტაცია. ყველაზე მთავარია, რომ თითოეული მოქალაქე იყოს კმაყოფილი სოციალური პროგრამებით და შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტებით."

   სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცესი 2022 წლის 16 მარტამდე უნდა დასრულდეს.

   პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა, მოსახლეობის მიერ გადაწყვეტილების მიღების პრინციპს ეფუძნება.

   ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში დასახლებების საერთო კრებები და საკონსულტაციო შეხვედრები მუნიციპალიტეტის 14 ადმინისტრაციული ერთეულის 50 სოფელში ჩატარდება☑️

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 97