განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა - 2022“ იწყება!
RDRC.GE
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა - 2022“ იწყება!
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   ,სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში საპროექტო წინადადებების მიღება დაწყებულია და მთავრობის დადგენილებით მიღებული წესების მიხედვით წინადადებების მიღება ხდება, როგორც ელექტრონული ფორმით, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით.

   სოფლებში შეხვედრები, საერთო კრების ფორმატში, 7 მარტიდან, ღია სივრცეში დაიწყება და მიყოლებით მუნიციპალიტეტის 14 ადმინისტრაციული ერთეულის 50 სოფელში ჩატარდება.

   წელსაც, ისევე, როგორც გასულ წელს სამტრედიიდ მუნიციპალიტეტის სოფლების მცირე პროექტების დასაფინანსებლად 660 000 ლარს მიიღებს.

   დასაფინანსებელი პროექტების კატეგორიებია განსაზღვრული მათ შორისაა:

   სასმელი წყლის და სარწყავი სისტემების, მოწყობა;

   სანიაღვრე არხების მოწესრიგება;

   ნაპირსამაგრი სამუშაოები;

   გზები და გზისპირა მოსაცდელები;

   ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები;

   გარე განათების ქსელის მოწყობა;

   სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;

   სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარით უზრუნველყოფა;

   ამბულატორიის შენობები;

   სასაფლაოების შემოღობვა და კეთილმოწყობა;

   სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნების ინვენტარი;

   სკვერები და სველი წერტილები შესაბამისი ინვენტარით;

   წისქვილების რეაბილიტაცია;

   მინი-ჰესების რეაბილიტაცია; საერთო კრებების ჩატარება სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფლებში, 17 მარტამდე უნდა დასრულდეს.

 

   მერის ბრძანება - დასახლებების საერთო კრებების გრაფიკი

 

   საპროექტო წინადადების ფორმა

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 320