განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » დღევანდელი ბიუროს სხდომა მუნიციპალიტეტის საკრებულოში
RDRC.GE
დღევანდელი ბიუროს სხდომა მუნიციპალიტეტის საკრებულოში
კატეგორია:  სიახლე

   დღევანდელი ბიუროს სხდომა მუნიციპალიტეტის საკრებულოში იმ საკითხების კიდევ ერთხელ განხილვას და ბოლო დეტალების შეჯერებას დაეთმო, რომელზეც საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები უახლოეს დღეებში დასამტკიცებლად იმსჯელებენ.

   რამდენიმე საკითხი მიწის და უძრავი ქონების უზურფრუქტის ფორმით უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემას ეხება. ბიუროს წევრებმა დღეს ორიენტირი მიწის სარგებლიანობის გაზრდასა და დანიშნულებაზეც გააკეთეს. დღის წესრიგში ასევე გვაქვს ა(ა)იპ- ების განკარგულებებში შიდა მუხლობრივი ცვლილებები.

   სხდომას ესწრებოდა აუდიტის სამსახურის ინსპექტირების განყოფილების ხელმძღვანელი, ია ბერძული. მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის 2021 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ინფორმაცია კონკრეტული ა(ა)იპ-ის შესახებ მას უკვე მომზადებული აქვს. გაცემულია შესაბამისი რეკომებდაციებიც. საკითხი ვრცლად საკრებულოს სხდომაზე გამოვა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 362