განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » საკრებულოს სხდომა
RDRC.GE
საკრებულოს სხდომა
კატეგორია:  სიახლე

   დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტში საკრებულოს სხდომა გაიმართა , რომელსაც ტრადიციულად საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია უძღვებოდა.

   საკრებულოს სხდომის დასაწყისში უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის ნიშნად საკრებულოს დარბაზში უკრაინის ჰიმნმა გაიჟღერა.

   საკრებულოს თითოეულმა წევრმა სოლიდარობა გამოუცხადეს უკრაინასა და უკრაინელ ხალხს.

   საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს კენჭი უყარეს.

   პირველი მომხსენებელი ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ტარიელ ცომაია გახლდათ , რომლის მოხსენების მთავარი საკითხიც განახლებული საჭიდაო დარბაზის , ააიპ"საჭიდაო კლუბი ფალავანი"-სთვის უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემას ეხებოდა.

   მეორე მომხსენებელი საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მერაბ უღრელიძე გახლდათ , რომლის საკითხებიც სხვადასხვა ა.ა.ი.პ. დაწესებულებებში ხარჯების ცვლილებას ეხებოდა.

   ხოლო ბოლო მომხსენებელი იურიდიული, ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანო და სამანდატო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მანანა სირბილაძე გახლდათ , რომლის მოხსენებაც მერიის , შიდა აუდიტის სამსახურის 2021 წლის ანგარიშს ეხებოდა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 256