განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერება
RDRC.GE
მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერება
კატეგორია:  სიახლე

   დღეს მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ მაჟორიტარ დეპუტატთან, გივი ჭიჭინაძესთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

   პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით პროგრამის ,,განახლებული რეგიონები“ - ს ფარგლებში , სამტრედიის მუნიციპალიტეტში, თამარ მეფის ქუჩაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაციის პარალელურად ბორდიურების და ველობილიკების მოწყობა მიმდინარეობს.

   საპილოტე რეგიონების ინტეგრირებუკლი განვითარების პროგრამის ფარგლებში, იგეგმება ქალაქის დასავლეთის შემოსასვლელი ნაწილის მ.კოსტავას ქუჩის, ე.წ. (ხდკ-ს) უბნის განახლება. სრულად შეეცვლება ფასადი შვიდ მრავალსართულიან კორპუსს, მოეწყობა ორდონიანი სკვერი, განახლდება განათების სისტემა და გაკეთდება ახალი ღობეები.

   დღესვე ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკვე დასრულებული, დაფნარი-ოფეთის მიმართულებაზე ახალდაგებული ბეტონის საგზაო ინფრასტრუქტურაც დაათვალიერეს.

   აღნიშნულ ლოკაციაზე ამჟამად ლითონის სანიაღვრე მილების დამონტაჟება მიმდინარეობს.

   განსაკუთრებით კმაყოფილია მოსახლეობა, - ,,ამ გზაზე ბეტონის საფარი არასდროს ყოფილა. მადლობის მეტი რა გვეთქმის. ხელისუფლება ჩვენს გვერდითაა, კმაყოფილები ვართ," აღნიშნავს დაფნარის მკვიდრი, თორნიკე გიორგაძე.

   დასათვალიერებელი პროექტების ნუსხაში დღეს რაგბის სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც შევიდა. ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სამუშაობის მიმდინარეობას ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი, ზურა გოგია და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლები აკვირდებოდნენ. ამჟამად რაგბის კლუბ ,,ფენიქსისთვის" ინფრასტრუქტურა წესრიგდება.

   ,,სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ჩვენ, მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად, აქტიურად ვართ პროცესებში ჩართული და ვცდილობთ ყველა დაგეგმილი პროექტი მაღალ დონეზე შესრულდეს. მნიშვნელოვანია დაფნარი-ოფეთის გზის მოწყობის საკითხი. აქ მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. გრანდიოზულია ქალაქის დასავლეთ კარიბჭის რეაბილიტაციის თემა, რომელიც ერთ-ერთ საკვანძო პროექტად ითვლება," აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ.

  • კომენტარი: 1
  • ნახვა: 258