განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ მოადგილეები წარადგინა
RDRC.GE
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ მოადგილეები წარადგინა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ მოადგილეები წარადგინა.

   პროფესით ეკონომისტი და ფინანსისტი ვლადიმერ ზაქრაძე მერის პირველი მოადგილის პოზიციას იკავებს. საფინანსო და სამეურნეო დარგში პრატიკული გამოცდილების მქონე კადრი დაგროვილი ცოდნის მუნიციპალიტეტისთვის სასარგებლოდ გამოყენებას გეგმავს.

   მერის მოადგილე საგანმანათლებლო სფეროდანაა. გია მეიშვილს ამ მიმართულებით 35 წლიანი გამოცდილება აქვს და დღეიდან მერიაში განათლების, კულტურის, ჯანდაცვის და სოციალურ სფეროებს გაუწევს კურატორობას.

   მოადგილეების წარდგენის პარალელურად, მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ მოკლედ შეაჯამა ოქტომბრიდან დღემდე განხორციელებული სამუშაოები და დასძინა, ,,მერის უფლებამოსილება ძალიან შრომატევად საქმიანობებს მოიცავს, ამდენად მნიშვნელოვანია მის გვერდით იდგნენ გამოცდილი, პროფესიონალი და კეთილსინდისიერი ადამიანები, დარგების მიხედვით. არჩევანი გაკეთებულია და ჩვენ ერთად ყველა გამოწვევას ღირსეულად ვუპასუხებთ."

   დღევანდელ შეხვედრაზე იმ მსხვილ ინფრასტრუქრურულ პროექტებზეც გაკეთდა განცხადებები, რაც ამჟამად მიმდინარეობს და რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება, კერძოდ ქალაქის მე-4, ნაბაკევის საჯარო სკოლების და იანეთში საბავშვო ბაღის მშენებლობაზე.

  • კომენტარი: 1
  • ნახვა: 259