განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » საკრებულოში კომისიების გაერთიანებული სხდომა
RDRC.GE
საკრებულოში კომისიების გაერთიანებული სხდომა
კატეგორია:  სიახლე

   დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოში კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, მანანა სირბილაძე უძღვებოდა.

   სხდომას საკრებულოს წევრებთან ერთად მერიის სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

   მთავარი საკითხი 2019-2020 წლების სახელმწიფო აუდიტის დასკვნა იყო, რომელიც ყველა სამსახურს და საკანონმდებლო ორგანოს უკვე დაეგზავნა.

   ,,გაცემულია რეკომენდაციები, რომელიც ძირითადად, სამსახურების მიერ, ბიუროკრატიული პროცესების დროში გონივრულ მართვაზეა გათვლილი. იმის გამო, რომ კონკრეტული საკითხები ლოკალურ სივრცეში, შემჭიდროვებულ ვადებში გადაწყდეს, ცვლილებები შევიდა სამსახურების და შესაბამისად, მერიის დებულებაში," აგვიხსნა მანანა სირბილაძემ.

   რეკომენდაციები გაიცა ქონების მართვის, ინვენტარიზაციის, სოციალური, ფინანსური და კულტურის მიმართულებებზე.

   დასკვნაში მთავარი პუნქტი მერიისა და საკრებულოს კოორდინირებულად მუშაობას ეთმობა. ასევე ყურადღებაა გამახვილებული ბიუჭეტის მიზნობრივ ხარჯვასა და სამსახურების ოპტიმალურ ფუნქციონირებაზე.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 260