განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ღონისძიება მოეწყო
RDRC.GE
უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ღონისძიება მოეწყო
კატეგორია:  სიახლე

ფოტო

   დღეს, მოსწავლე-ახალგაზრდიბის სახლის, ისტორია-მხარეთმცოდნეობის წრის ინიციატივით და სამტრედიის მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ჩართულობით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ემოციურად დატვირთული და საინტერესო ღონისძიება მოეწყო.

   მოსწავლეებმა უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა თავიანთ გამოსვლებში საინტერესოდ გამოხატეს. შესრულდა უკრაინული სიმღერა, ფართო ეკრანზე გაშუქდა ომის ამსახველი კადრები, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს.

  ,,დღევანდელ საღამოს ვუწოდეთ ნამდვილი ამბავი ომზე. ბავშვებმა კიდევ ერთხელ გააცოცხლეს ის ბარბაროსული ნაბიჯები, რასაც უკრაინაში აქვს ადგილი. იმედი გვაქვს ყველას, რომ ცივილიზევულ სამყაროში სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს," აღნიშნა ისტორია-მხარეთმცოდნეობის წრის ხელმძღვანელმა, მარინა ქართველიშვილმა.

   ღონისძიებას ესქრებოდნენ მერის მოადგილე გიორგი მეიშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, თინათინ ხარძიანი, ხელისუფლებისა და საკრებულოს წარმომადგენლები.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 69