განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სამტრედიაში მე-12 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
RDRC.GE
სამტრედიაში მე-12 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   სამტრედიაში მე-12 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

   პროექტის მიხედვით, დაგეგმილია საჯარო სკოლის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობა, გათბობის სისტემით, სველი წერტილებით და სათამაშო მოედნით.

   სკოლის რეაბილიტაციას, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,სამშენებლო ჯგუფი" ასრულებს.

   მე-12 საჯარო სკოლას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, რომელსაც 2022 წლის 2 ოქტომბერს 128 წელი უსრულდება.

   თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული დარბაზი მოეწყო მე-10 საკარო სკოლაში.

   დასრულებული და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ თვითმმართველობის წარმომადგნელებთან ერთად დაათვალიერა.

   დავით ბახტაძე- ,, სამტრედიაში აქტიურად მიმდინარეობს საჯარო-სკოლების რეაბილიტაცია. სხვადასხვა სახელმწიფო უწყების დაფინანსებით და ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით სამუშაოები გეგმის ფარგლებში ხორციელდება. მუნიციპალური განვითარების ფონდის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება მე-12 საჯარო სკოლაში, დაიწყება მე-4 და ნაბაკევის საჯარო სკოლების მშენებლობა. აქტიურად ვმუშაობთ რეგიონული განვითარების სამინისტროსთან და ქხლო მომავალში დაიწყება მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩხენიშისა და მე-2 საჯარო სკოლის შერწყმულ სკოლაში"

   მიმდინარე წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტში ექვსი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 91