განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ნაბაკევის ადმინისტრაციულ ერთეულში, ლელო ბურთის თამაში მოეწყო
RDRC.GE
ნაბაკევის ადმინისტრაციულ ერთეულში, ლელო ბურთის თამაში მოეწყო
კატეგორია:  სიახლე

ფოტო

   აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ნაბაკევის ადმინისტრაციულ ერთეულში, ლელო ბურთის თამაში მოეწყო.

   შეჯიბრი ,,ჯვარცმის მინდორზე" ტარდება და მასში მონაწილეობას ნაბაკევის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი ხუთივე სოფელი იღებს. გამარჯვებულს კვირაცხოვლობას გამართული ფინალური მატჩი გამოავლენს.

   გამარჯვებულ გუნდი მუნციპალიტეტის მერიის მიერ ფულადი ჯილდოთი დასაჩუქრდება.

   ლელო-ბურთს მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

   დავით ბახტაძე- ,,ლელო-ბურთის ტრადიცია უკვე საუკუნეზე მეტს ითვლის და მეტიც, ის კარგა ხანია სახალხო დღესასწაულად იქცა. მიხარია, რომ ამ ძველისძველ სახალხო თამაშს ხალხი არ ივიწყებს და ამდენი მიმდევარი ჰყავს. ჩვენის მხრივ ვეცდებით მისი პოპულარიზაციისთვის ყველაფერი გავაკეთოთ."

  • კომენტარი: 1
  • ნახვა: 67