სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2022 წლის მარტის თვის ბიუჯეტის შესრულების ანალიზი
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები
ვაქცინა გვიცავს!


HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მასშტაბით შიდა სასოფლო და საუბნო გზების კეთიმოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს ტოლების ადმინისტრაციული ერთეულის სოფ.ნოღაში, კერძოდ ბეგეს უბანში.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ლატექსი" ასრულებს.
,,მრავალი წელი გზა მოუწესრიგებელი იყო, ამჟამად საშვილიშვილო საქმე კეთდება." - აღნიშნა ადგილობრივმა მცხოვრებმა მერი ნინუამ. მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტერის მერმა, დავით ბახტაძემ, პირველ მოადგილესთან ვლადიმერ ზაქრაძესთან და ინფასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, ზურაბ გოგიასთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივებს გაესაუბრა.
დავით ბახტაძე - ,,ადმინისტრაციული ცენტრიდან მოცილებულ სოფლებში კომფორტული გადაადგილების უზრუნველყოფა თვითმმართველობისთვის პრიორიტეტულია. სამუშაოები ამ მიმართულებით კვლავ აქტიურად გაგრძელდება."