განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები ბრძანება / განკარგულება

ვაქცინა გვიცავს!

,სურათი,
booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სამუშაო შეხვედრა
RDRC.GE
სამუშაო შეხვედრა
კატეგორია:  სიახლე

ფოტო

   სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერს, დავით ბახტაძეს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის და საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია - Fichtner Water & Transportation GmbH (Consortium Manager), Fichtner GmbH & Co. KG (Consortium Partner)-ის წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

   შეხვედრაზე მხარეებმა სამტრედიაში კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტის განხორციელებაზე იმსჯელეს.

   იმერეთის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, ქ. სამტრედიაში, ქ. ვანსა და ქ. ბაღდათში განახლებული კომუნალური ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

   პროექტის მიხედვით, აღნიშნულ ქალაქებში დაგეგმილია თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგების ქსელების მშენებლობა/რეაბილიტაცია. ასევე, გარემოზე ზემოქმედების შემცირების მიზნით, იგეგმება წყალარინების ქსელებისა და გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა.

   გარდა წყალმომარაგების მასშტაბური სამუშაოებისა, პროექტი სანიაღვრე სისტემების გაუმჯობესებასაც ითვალისწინებს.

   აღნიშნული სამუშაოების განხორციელების შედეგად, იმერეთის მუნიციპალიტეტის სამივე ქალაქში საერთაშორისო სტანდარტებისა და ხარისხის შესაბამისი 24 საათიანი წყალმომარაგება და გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა, ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონესა და ეკოლოგიურ მდგომარეობას საგრძნობლად გააუმჯობესებს.

   პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და სამუშაოებისთვის დაახლოებით, 100 მილიონი ევროა განსაზღვრული.

   დავით ბახტაძე -,,ათეულობით წლების განმავლობაში სამტრედიის მუნიციპალიტეტში მწვავე პრობლემად დგას წყალარინების ქსელების რეაბილიტაციის საკითხი. უკვე ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა პროექტის განხორცილების მიზნით და გამოვლენილ საპროექტო ირგანიზაციასთან დავსახეთ უახლოესი მოქმედების გეგმები, რათა სამომავლოდ განხორციელდეს წარმატებული პროექტი მუნიციპალიტეტში კომუნალური ინფრასრუქტურის მიწყობის მიზნით."

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 25
კომენტარის დამატება
Полужирный Наклонный текст Подчеркнутый текст Зачеркнутый текст | Выравнивание по левому краю По центру Выравнивание по правому краю | Вставка смайликов Вставка ссылкиВставка защищенной ссылки Выбор цвета | Скрытый текст Вставка цитаты Преобразовать выбранный текст из транслитерации в кириллицу Вставка спойлера