განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 77 წელი გავიდა
RDRC.GE
მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 77 წელი გავიდა
კატეგორია:  სიახლე

ფოტო

   მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 77 წელი გავიდა.

   ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგო.

   მუნიციპალიტეტის მერმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სამტრედიაში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს 100 წლის, ალექსანდრა ჯულუხიძეს ფაშიზმზე გამარჯვების 77 წლისთავი პირადად მიულოცა.

   ომის ვეტერანებს სამტრედიია მუნიციპალიტეტის მერმა, პრემიერის მისალოცი ბარათი გადასცა. სანტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, ომის ვეტერანს ამანათთან ერთად, 1000 ლარი, ასევე საქართველოს მთავრობის მიერ სამტრედიის ბიუჯეტიდან 1000 ლარი გადაეცა. დავით ბახტაძემ, ომის მონაწილეს მადლობა გადაუხადა შეუფასებელი ღვაწლისთვის, ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვა.

   1945 წლის 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ, ევროპაში მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.   

   საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში 700 000 ადამიანი ბრძოლობდა, 300 000 მეტი ბრძოლის ველიდან ვერ დავრუნდა სამშობლოში. ქართველმა ერმა უდიდესი წვლილი შეიტანა გამარჯვების მოპოვებაში.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 376