განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ტურნირი მინი ფეხბურთში
RDRC.GE
ტურნირი მინი ფეხბურთში
კატეგორია:  სიახლე, სპორტი

სურათი

   დღეს თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე მინი სტადიონზე დაიწყო ტრაგიკულად დაღუპულ თედო კაკულიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მინი ფეხბურთში.

   მინი ფეხბურთის ტურნირში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ.

   ტურნირის გახსნას მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე, მოადგილე, გია მეიშვილი, კულტურის სამსახურის უფროსი, ნატალია მანჯგალაძე, თედო კაკულიას მამა ბეჟან კაკულია და ადგილობრივი გულშემატკივრები ესწრებოდნენ.

   დავით ბახტაძე - ,, თედო იყო საამაყო და წარმატებული ახალგაზრდა, მისი სახელის უკვდავსაყოფად აღნიშნულ სტადიონს მისი სახელი მიენიჭა. ჩვენი პრიორიტეტია, რომ ახალგაზრდებში მაქსიმალურად დავნერგოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი, რისთვისაც მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სპორტული აქტივობები ტარდება. მომავალში სპორტის მიმართულებით კიდევ უფრო მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიებები გატარდება."

   ტურნირი ტარდება საზოგადოება ,,სამტრედიელის,, ინიციატივით და სამტრედიის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სპორტული სკოლის ორგანიზებით.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 325