განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სამტრედიაში კარიკატურისტ ანდრო კანდელაკის გამოფენა გაიხსნა
RDRC.GE
სამტრედიაში კარიკატურისტ ანდრო კანდელაკის გამოფენა გაიხსნა
კატეგორია:  სიახლე

   სამტრედიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზემით, სამტრედიის მკვიდრის კარიკატურისტი ანდრო კანდელაკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა გაიხსნა. იუბილესთან დაკავშირებით სტუმრად იმყოფებოდნენ ანდრო კანდელაკის შვილი აკადემიკოსი იური კანდელაკი და ხელოვნებათმცოდნე ,, იარტი“ გალერეის დირექტორი ია ბოკუჩავა. ღონისძიება საზემოდ სამტრედიის სკოლა გალერიის დირექტორმა ნინო ნინუამ გახსნა. ბოკუჩავამ მოკლედ მიმოიხილა ანდრო კანდელაკის ღვაწლი ქართული კარიკატურის ისტორიაში და მომავალი თნამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

   მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ბახტაძემ ასევე აღნიშნა, რამდენად საინტერსოა კანდელაკის შემოქმედება ,, ყველას კარგად გვახსოვს ანდრო კანდელაკის კარიკატურები ჟურნალ ,, ნიანგში“ მაშინაც ვამაყობდი და ეხლაც ვამაყობ, რომ ბატონი ანდრო სწორედ რომ სამტრედიელია“– განაცხადა დავით ბახტაძემ.

   იური კანდელაკმა საზოგადოებას მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალში სამტრედიაში ახალი კონკურსი დააანონსა, რომელიც სწორედ ანდრო კანდელაკის ხსოვნას მიეძღვნება.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 1402